Home ბლოგი ალავერდის მონასტერში ქართულ და ამერიკულ მართმადიდებელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ალავერდის მონასტერში ქართულ და ამერიკულ მართმადიდებელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

23 მაისს ალავერდის მონასტერმა ფორტ ვორტის ეპისკოპოსს, გერასიმესა და ამერიკელ მართლმადიდებელ სტუდენტებს, ქართველი სტუდენტების ჯგუფთან ერთად, კონფერენციის ფორმატში უმასპინძლა

ინფორმაციას ამის შესახებ, ალავერდის ეპარქია ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, სტუდენტებთან საქართველოს მართლმადიდებლური ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე მართლმადიდებლობის დაცვისა და გავრცელების საქმეში.

თავის მხრივ, ეპისკოპოსმა გერასიმემ ამერიკული მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარების გზა და თანამედროვე გამოწვევები მიმოიხილა.

კონფერენციის ბოლოს, სასულიერო პირებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქრისტიანული ერთობისა და მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს.