Home ბლოგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში რაიკომის ყოფილი პირველი მდივნის შალვა ნუცუბიძის სახელი მიენიჭა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში რაიკომის ყოფილი პირველი მდივნის შალვა ნუცუბიძის სახელი მიენიჭა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ერთ-ერთ წყაროს რაიკომის ყოფილი პირველი მდივნის, შალვა ნუცუბიძის სახელი მიენიჭა

ამავე წყაროზე შესაბამისი ამსახველი დაფაც განთავსდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკაკი მჭედლიშვილი ავრცელებს, რასაც სხვა მოქალაქეების პროტესტიც მოჰყვა.

მათი თქმით, საბჭოთა პერიოდის ფიგურის გამოსახულების საჯარო სივრცეში არსებობა მიუღებელია და ის რეპრესიების ეპოქასთან ასოცირდება.

„- ვიფიქრე, მას შემდეგ რა გამოხმაურებაც ჰპოვა ჩემმა წერილმა, მოაშორებენ ამ ჯალათის ფოტოს თქო, მაგრამ ამას წინათ ვიყავი აფენში და ისევ ისე ამაყად გვიყურებს, თითქოს ეროვნული გმირი იყოს… ის ხომ მაინც იცით, რას სჩადიოდნენ მაშინ რაიკომის პირველი მდივნები? 26 მაისს ვზეიმობთ დალოცვილებო და ოკუპანტების თანამზრახველების სურათები ისევ გვიკიდია.

აღარ უნდა მოაშოროთ ამ ჯალათის ფოტო?“ – წერს აკაკი მჭედლიშვილი.

ამ დროისთვის უცნობია, ვისთან შეთანხმებით დამონტაჟდა დაფა და რა მიზნით განთავსდა ის სოფელში.