ახმეტელმა კიკბოქსიორებმა საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 2010-2013 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა, წარმატებით იასპარეზეს და რამდენიმე მედალი მოიპოვეს
შეჯიბრი კიკბოქსინგში, კასპში, 22-24 მაისს ჩატარდა და მასში ახმეტის მუნიციპალიტეტიდან სპორტსმენ ბიჭებთან ერთად, გოგონები მონაწილეობდნენ.
I ადგილი საბა ღობნელმა, ნანა გირგვლიანმა და ელენე ბართიშვილმა დაიკავეს, ხოლო გიორგი გოდერძიშვილი III ადგილზე გავიდა.
სპორტსმენებს გამარჯვება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზურაბ ფილიშვილმა მიულოცა.
გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. გუნდის მწვრთნელი ჯაბა თვალიაშვილია.





















