გურჯაანის ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული- ამის დასტურად 2021 წელს სოფელ ქვემო წითელ უბანში ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს უძველესი სამარხი აღმოჩნდა
ინფორმაციას ამის შესახებ, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, მიწის სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ პროცესი შეაჩერა და აღმოჩენის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას
შეატყობინა, რაზეც რეაგირება ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოახდინა.
არქეოლოგიურმა ჯგუფმა ორმოსამარხი შეისწავლა და დაასკვნა, რომ იგი ბრინჯაოს ხანის, დაახლოებით 3000 წლის წინანდელ პერიოდს განეკუთვნებოდა.
სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს სატევარი და 15 სხვადასხვა ფორმის თიხის ჭურჭელი, რომლებიც დაკრძალულ მამაკაცთან ერთად იყო განთავსებული.
აღმოჩენილი არტეფაქტები სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე გ. მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმს გადაეცა.





















