Home ბლოგი გურჯანში ცოფის დადასტურების გამო კარანტინი გამოცხადდა

გურჯანში ცოფის დადასტურების გამო კარანტინი გამოცხადდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა და კარანტინი გამოცხადდა.

უწყების ცნობით, ფერმაში განთავსებული იყო 1000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, ასევე 2 ცხენი და 6 ძაღლი.

მიმდინარე წლის 14 მაისს, ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, დაკბინა ხითი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი.

რამდენიმე დღეში ძაღლი მოკვდა, რის შემდეგაც აღებული ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად ცოფი დადასტურდა.

დადგინდა, რომ ფერმაში არსებული ცხოველები არ იყვნენ ვაქცინირებული ცოფის საწინააღმდეგოდ.

უწყების ინფორმაციით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაწყებულია სალიკვიდაციო ღონისძიებები.

კერძოდ, ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, გადაადგილების შეზღუდვა და ზედამხედველობა.