ახმეტის ბიბლიოთეკა მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისა და გარემოზე ზრუნვისკენ მოუწოდებს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ბიბლიოთეკის ეზოში ყოველდღიურად ანტისანიტარიაა.
მათივე ინფორმაციით, თანამშრომლებს ადგილზე ხვდებათ ლუდის ბოთლები, მზესუმზირა, ჩიფსის პარკები, კარტი და სხვადასხვა სახის ნარჩენი, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე ნაგვის ურნებია განთავსებული.
ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მშობლებს მოუწოდებს, შვილებს საზოგადოებრივი სივრცისა და გარემოს გაფრთხილების მნიშვნელობა გააცნონ.





















