ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მასშტაბურად აღნიშნეს კახეთში
თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები,მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები მსვლელობით გაემართნენ ერეკლე მეორის ძეგლის მიმართულებით.
სადაც ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.





















