Home ბლოგი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ შიდა საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ შიდა საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ შიდა საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუშეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და დიდმა თოვლმა ნიადაგის დამძიმება, ასევე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

მათივე ცნობით, კლიმატურმა ცვლილებებმა საგზაო ინფრასტრუქტურაზეც იმოქმედა, დაზიანებულია რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი გზა, გზებზე კი დიდი რაოდენობით კლდოვანი ნაშალი და თოვლის მასებია ჩამოშლილი.

დაზიანებულია ასევე საავტომობილო ხიდთან მისასვლელი გზა და სოფლის სასმელი წყლის სისტემა.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა, პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„ჩვენი მიზანია, თუშეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის გახსნამდე, შიდა საავტომობილო ქსელის ყველა საკვანძო ადგილი ეტაპობრივად გაიწმინდოს და აღდგეს სოფლებს შორის უსაფრთხო გადაადგილება“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში