ნინო საღირიძეს, რომელსაც გუშინ სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
არსებული ინფორმაციით, საღირიძე სასამართლო დარბაზში განხილვის დასრულებისთანავე, ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს.
“-ჩვენი თანასოფლელი ნინო საღირიძე დააპატიმრეს ტროტუარზე დგომის საბაბით. ნინოსნაირი ადამიანები ციხეში არიან და კრიმინალები გარეთ.“- წერს სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ქადაგიძე
გუშინ დააკავეს ასევე სტუდენტი ელენე გელაშვილი, რომელიც აგრარული უნივერსიტეტიდან ბორკილდადებული გაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული თელავში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და დაწესებულებას ხვალ, 15 მაისს დატოვებენ.
მუხლი, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.





















