Home ბლოგი თელავის “გერმანული სკოლა” მათემატიკის ყოფილ მასწავლებელს ციური სეხნიაშვილს ემშვიდობება

თელავის “გერმანული სკოლა” მათემატიკის ყოფილ მასწავლებელს ციური სეხნიაშვილს ემშვიდობება

თელავის “გერმანული სკოლა”მათემატიკის ყოფილ მასწავლებელს, ციური სეხნიაშვილს ემშვიდობება

ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, სეხნიაშვილი სკოლის ძველი თაობის გამორჩეული წევრი და მრავალწლიანი თანამშრომელი იყო.

„-წლების განმავლობაში ქალბატონი ციური გერმანული სკოლის სახე იყო. ალბათ ყველას ემახსოვრება, სკოლაში შემოსულებს პირველად ჭაღარათმიანი ქალბატონი რომ ეგებებოდა და სკოლას აცნობდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კოლეგების ინფორმაციით, პედაგოგმა „გერმანული სკოლის“ პროფესიული გამოცდილება ოჯახშიც დაამკვიდრა და ეს ტრადიცია მისმა შვილმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, მაია სეხნიაშვილმა გააგრძელა.