სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა ახალდაბადებული და გადაყრილი ძაღლის ლეკვები იპოვეს
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ რომ ცხოველები დამოუკიდებლად კვებასაც კი ვერ ახერხებენ.
ადგილობრივების თქმით, ლეკვები სიკვდილის საფრთხის წინაშე იყვნენ, თუმცა, ისინი ერთ-ერთმა პედაგოგმა შეიფარა და გადაარჩინა.
მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევები მიუღებელია და ცხოველების უპასუხისმგებლო მიტოვება სერიოზულ და მასშტაბურ პრობლემას წარმოადგენს.
მათივე თქმით, არსებობს უფასო სტერილიზაციის პროგრამები და აუცილებელია მოსახლეობის მეტი პასუხისმგებლობა შინაური ცხოველების მიმართ.





















