მუნიციპალიტეტებში ნარჩენების გატანის მოსაკრებელი დაწესდა
არსებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში გადასახადი სულადობრივია და ერთ ადამიანზე 70 თეთრს შეადგენს.
გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ წლების განმავლობაში ნაგვის გატანის მომსახურება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, თუმცა ამჟამად მათ უკვე აცნობეს, რომ მომსახურება ფასიანი გახდა.
“-წლებია ფინანსდებოდა და მოსახლეობას დამატებითი გადასახადი არ აწვებოდა. უკვე გვაცნობეს, რომ ბიუჯეტში თანხები აღარ არის და ნაგვის გატანის გადასახადი უნდა გადავიხადოთ. ჩნდება მარტივი კითხვა, თუ აქამდე შეიძლებოდა, ახლა რატომ აღარ შეიძლება? თანაც იმ ვითარებაში, როცა მუნიციპალიტეტებსა და აიპებში არაერთი ფორმალურად დასაქმებული ადამიანი არსებობს, რომელთა შენახვის ხარჯიც ისევ მოქალაქეებს აწვება. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მდგომარეობის მკაფიო მაჩვენებელიც. როცა ბიუჯეტი ვეღარ ფარავს საბაზისო მომსახურებას, საბოლოოდ ფასს მოქალაქე იხდის”, – წერს ნინო ხუციშვილი.
ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ ნაგვის გატანის გადასახადის დასარიცხად, ოჯახებში პირადი მონაცემების შეგროვება ხდება, რაც მათ ნაწილში კითხვებსა და ეჭვებს აჩენს





















