Home ბლოგი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ფილაშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე იმსჯელეს შშმ პირთა პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე. დაიგეგმა ფესტივალი, შშმ პირთა ჩართულობით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს