მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში
ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 36 წლის მამაკაცი
ადგილობრივების ცნობით, ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სოფლის მიმდებარედ ვენახის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ცეცხლი გაუხსნეს.
მოკლული წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.
მათივე თქმით, მომხდარს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება ანაგაში მცხოვრებ მამაკაცთან და ვარაუდობენ, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს “მთავარი ამბები კახეთიდან” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.





















