შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მონაკვეთი გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სოფელ ჭაბუკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გზა ქალაქ გურჯაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყება, სოფელ ჭაბუკიანზე გადის და ამავე სოფლის აღმოსავლეთით მთავრდება.
პროექტის ფარგლებში სრულად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, გაბიონის საყრდენი კედელი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა ჰორიზონტალური მონიშვნა. რეაბილიტაცია შეეხო ერთ ხიდსაც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24.4 მილიონი ლარით დაფინანსდა.





















