2 მაისს, შაბათს, საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +13, +18°; მთაში +13, +18°; მაღალმთაში +11, +16°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +19, +24°; მთაში +16, +21°; მაღალმთაში +10, +15°.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, პერიოდულად გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა +22° იქნება.
გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდები შესაძლოა 6 მაისამდე გაგრძელდეს.
2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).





















