ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია-
ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
დავით სონღულაშვილმა ვეტერინარებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობას ქვეყნის აგროსექტორის განვითარებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში.





















