Home ბლოგი კახეთის რეგიონში ყვარლის მუნიციპალიტეტში ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საგზაო სამუშაოები დასრულდა

კახეთის რეგიონში ყვარლის მუნიციპალიტეტში ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საგზაო სამუშაოები დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ1–კმ5) პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა – მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ტროტუარები, გაზონები, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე, განთავსდა საგზაო ნიშნები

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 604 100 ლარით დაფინანსდა.