Home ბლოგი ლაგოდეხში უმისამართო ქალს სოციალური დახმარება შეუჩერდა

ლაგოდეხში უმისამართო ქალს სოციალური დახმარება შეუჩერდა

ლაგოდეხში უმისამართო ქალს სოციალური დახმარება შეუჩერდა

62 წლის ელენე ზირაქაშვილისათვის, რომელიც უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებშია, დახმარება თვეში 50 ლარს შეადგენდა.

პენსიონერი იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მომვლელად მუშაობდა. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებმა ის დროებით დატოვეს, თუმცა თავად უმისამართოა.

საცხოვრებელი ავარიულ მდგომარეობაშია, გაურემონტებელი, ცივი და პრაქტიკულად უვარგისია.

ქალი მარტოხელაა, არ ჰყავს ახლობლები და ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადაადგილებაც უჭირს. არ გააჩნია ელემენტარული პირობები, მათ შორის, საკუთარი საწოლიც კი.

სახლში არსებული ტექნიკა, მაცივარი, გაზქურა და ტელევიზორი, მას საქველმოქმედო დახმარების ფარგლებში, ლაგოდეხელმა ბლოგერმა ანა გელაშვილმა გადასცა.

გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ზირაქაშვილს პრობლემა სწორედ ნაჩუქარი ტექნიკის გამო შეექმნა.

მისივე თქმით, იგი უკვე იმყოფებოდა სოციალურ სააგენტოში, სადაც განუმარტეს, რომ ელენე ზირაქაშვილის სოციალური ქულების გადახედვა 5 მაისს იგეგმება.