Home ბლოგი ცხვირს არავის ჩავაყოფინებთ პატრიარქსაც ჩვენ ავირჩევთ – მეუფე იაკობი

ცხვირს არავის ჩავაყოფინებთ პატრიარქსაც ჩვენ ავირჩევთ – მეუფე იაკობი

ცხვირს არავის ჩავაყოფინებთ, პატრიარქსაც ჩვენ ავირჩევთ – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში, კვირაცხოვლობის ქადაგებისას, ეკლესიის საქმეებში ჩარევის საკითხზე მკვეთრი განცხადება გააკეთა.

სასულიერო პირმა პანდემიის პერიოდის მოვლენებიც გაიხსენა და პატრიარქის არჩევის საკითხზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს უფლებამოსილება მხოლოდ სინოდის გადასაწყვეტია .

„-გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი. რომ უშლიან ვთქვათ, “ნაციონალურ მოძრაობას” ეკლესიაში მოსვლას. რას აკეთებდა მაშინდელი პარლამენტი, მაშინდელი მთავრობა და ოპოზიცია მთლიანად. ხელი რას მოაწერეს, ჩვენს წინააღმდეგ წავიდნენ, ქრისტეს წინააღმდეგ წავიდა ყველა. აბა კარგად გადაიხედონ, გახარიას ნუ დააბრალებენ მარტო. იქ ვიყავი ხოლმე პატრიარქთან როგორ მოდიოდნენ და როგორ რა. არ დავუშვებდი მე იმას, არც ახლა დავუშვებ, რომ ვიღაცებმა რაღაცები…ეკლესიაში თუ არ არის იმათი საქმე, მაგი გაატარონ.

ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ. კარგად გაითვალისწინოს ყველამ. მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება და, რა თქმა უნდა, ღმერთთან იქნება პირველი რიგში პასუხისმგებელი და ჩვენთან. დანარჩენი ილუზიები ყველამ დაივიწყოს. ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ. ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ. აქეთ გიკარნახებთ, რა გააკეთოთ და რა – არა, ყველას, ვინც ჩარევას დააპირებთ”, – თქვა მთავარეპისკოპოსმა ქადაგებისას.