ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, საქართველოში სტუმრად მყოფ დელეგაციას უმასპინძლა
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ტონგადან, სამოადან, ტაჯიკეთიდან, კონგოს რესპუბლიკიდან, სენტ-კიტსი და ნევისიდან, ტიმორ-ლესტედან, პარაგვაიდან, მავრიკიდან და ბოტსვანადან.
ინფორმაციას მთავარეპისკოპოსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.





















