კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სალიკვიდაციო სამუშაოები კი მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება . ლაგოდეხში, ყვარელსა და გურჯაანში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ადიდებულ მდინარეებს კალაპოტები ეცვლება და ქვიშა-ნაშალისგან იწმინდება. პარალელურ რეჟიმში ხელისუფლება პრევენციული ღონისძიებებს გატარებას გეგმავს. მეოთხე დღეა, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი მაღალმთიანი სოფელი ჭერემი. შესაბამისი სამსახურების მიერ კი უახლოეს დღეებში მოხდება გატარდება საჭირო ღონისძიებები.





















