დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ახალი სასკოლო ფორმების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა
განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 2026 – 2027 სასწავლო წლისთვის შესაბამისი პროცესი უკვე დაიწყო და ფორმების დიზაინის ესკიზებიც გაასაჯაროვა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფორმების მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპი არანაკლებ 30%-ის მიწოდება 2026 წლის 31 ივლისამდეა განსაზღვრული, ხოლო დარჩენილი რაოდენობა 20 აგვისტომდე უნდა მიეწოდოს.
მიმწოდებელი ვალდებული იქნება, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს როგორც ტანსაცმლის წარმოება, ისე მისი ტრანსპორტირება და ყველა შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხი.
ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროდუქციის საბოლოო პარამეტრები, თარგი, ფერი, ბრენდირება და სხვა დეტალები, უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
მოთხოვნების მიხედვით, ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიას ან მის ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს ტანსაცმლის წარმოების ან მიწოდების არანაკლებ 5 მილიონი ლარის გამოცდილება 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე.
წინადადებების მიღება 21 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს, 12:00 საათზე დასრულდება.





















