Home ბლოგი თელავში ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

თელავში ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

თელავში ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

22 აპრილს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა „გაზაფხული“ (SPRING) გაიხსნება.

🎨 ექსპოზიცია დამთვალიერებელს 22-30 აპრილის პერიოდში უმასპინძლებს, გახსნა კი 16:00 საათზე გაიმართება.

გამოფენა განსაკუთრებული ემოციური კონცეფციითაა შექმნილი — ის ეძღვნება ხელოვანის მამას ცნობილ მხატვარს თამაზ მოსიაშვილს და აერთიანებს მის მრავალფეროვან შემოქმედებით გზას, რომელიც კახური პეიზაჟებიდან კუბიზმამდე და ფილოსოფიურ აბსტრაქციამდე ვითარდება.

🟢 ლევან მოსიაშვილისთვის მთა მხოლოდ ლანდშაფტი არ არის — ეს არის შინაგანი ძიების სიმბოლო. კავკასიონიდან ევროპულ პეიზაჟებამდე, მისი შთაგონების წყარო მუდმივად მოძრაობაშია, ისევე როგორც მისი ფერწერა. მხატვარი არ „ირჩევს“ ერთ ფერს — მისთვის ყველა ფერი მისია, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ ენერგიასა და თავისუფლებას სძენს.

📍 მისი შემოქმედება რამდენიმე ეტაპად იყოფა:

ქართული თემატიკა და კახური ყოფა

თბილისის უნიკალური არქიტექტურული ხედვები

ევროპული პერიოდი კუბიზმის გავლენით

თანამედროვე — ფილოსოფიური აბსტრაქცია

🌍 ლევან მოსიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ინახება როგორც კერძო კოლექციებში, ისე მნიშვნელოვან ინსტიტუციებში, მათ შორის აშშ-ში, ევროპასა და აზიაში.

🖼️ მხატვარი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და საქველმოქმედო პროექტებში, ხოლო მისი ნამუშევრები არაერთი პრესტიჟული სივრცის ნაწილი გახდა.

👉 გამოფენა „გაზაფხული“ არის შესაძლებლობა, ერთ სივრცეში იხილოთ ხელოვანის მრავალწლიანი ძიების შედეგი — ფერების, ფორმებისა და ემოციების სინთეზი.

📌 მისამართი: თელავი, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი

📅 თარიღი: 22–30 აპრილი

🕓 დრო: 16:00 (გახსნა)

გამოფენის ორგანიზატორები კი ვართ ჩვენ “მთავარი ამბები კახეთიდან ” გელით ყველას