Home ბლოგი თელავის საკრებულოს წევრი ლევან ბერძენაშვილი “ძლიერი საქართველო ლელოდან” უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს...

თელავის საკრებულოს წევრი ლევან ბერძენაშვილი “ძლიერი საქართველო ლელოდან” უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

თელავის საკრებულოს წევრი ლევან ბერძენაშვილი, “ძლიერი საქართველო – ლელოდან” უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

დეპუტატის თქმით, პოლიტიკურ ველზე შექმნილი არათანაბარი პირობების მიუხედავად, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი გზა არის არჩევნები.

„-უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების მაგალითმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიუხედავად ავტორიტარული რეჟიმისა და პოლიტიკურ ველზე შექმნილი არათანაბარი პირობებისა, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი გზა არის არჩევნები და მხოლოდ არჩევნები. ამის ღრმად მჯეროდა ყოველთვის და მჯერა ახლაც.

კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ სწორი მიდგომით, ხალხთან უწყვეტი კომუნიკაციით, მათი პრობლემების ცოდნით და ამ პრობლემებზე საუბრით შეიძლება ძლიერი ბოროტების დამარცხება, თუნდაც ისეთის, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია.

მიმაჩნია, რომ ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება ოპოზიციური სპექტრის მეტი კონსოლიდაცია, მეტი კოორდინაცია და რაც შეიძლება მეტი ყოფნა ხალხთან“, – აცხადებს ბერძენაშვილი.

უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა ძალამ გაიმარჯვა და ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ ხელისუფლება დაკარგა.