Home ბლოგი თელავის მუნიციპალიტეტში დედაენის დღე ღონისძიებების ფონზე აღინიშნა

თელავის მუნიციპალიტეტში დედაენის დღე ღონისძიებების ფონზე აღინიშნა

თელავის მუნიციპალიტეტში დედაენის დღე ღონისძიებების ფონზე აღინიშნა

დღის ფარგლებში, გურამ რჩეულიშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში კალიგრაფიის კონკურსი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლების IV–XII კლასის 50-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე მოეწყო საკონკურსო ნამუშევრების გამოფენაც. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 9 საუკეთესო კონკურსანტი გამოვლინდა, რომლებიც სიგელებით, სამახსოვრო საჩუქრებითა და ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს უკვე მესამედ გაიმართა.

დღესვე, დედაენის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ვაჟა მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.