Home ბლოგი ლაგოდეხში 9 აპრილის გმირის მამუკა ნოზაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ლაგოდეხში 9 აპრილის გმირის მამუკა ნოზაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ლაგოდეხში 9 აპრილის გმირის, მამუკა ნოზაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია გმირის საფლავზე მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნოზაძის სახელი მინიჭებული აქვს სოფელ კართუბანში მდებარე იმ ქუჩასა და სპორტულ მოედანს, სადაც გმირის ოჯახი ცხოვრობს.

მშვიდობიან მომიტინგეებს შორის, რომლებიც 9 აპრილს შეეწირნენ, იყო 21 წლის მამუკა ნოზაძე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირა.