Home ბლოგი ყაველაშვილის ქალიშვილი საზოგადოებას ძაღლებისთვის მზრუნველი ოჯახების მოძიებაში დახმარებას სთხოვს

ყაველაშვილის ქალიშვილი საზოგადოებას ძაღლებისთვის მზრუნველი ოჯახების მოძიებაში დახმარებას სთხოვს

ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პოლიციელის, ინგა ყაველაშვილის ქალიშვილი, საზოგადოებას ძაღლებისთვის მზრუნველი ოჯახების მოძიებაში დახმარებას სთხოვს

თინა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ ინგა, იგივე ნინო, შვილთან ერთად წლების განმავლობაში, მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავდა და მათ საკუთარ სახლში პატრონობდა.

თინა ყაველაშვილის თქმით, მშობლის დაკარგვის შემდეგ, ერთდროულად მძიმე პასუხისმგებლობა დააწვა და ახლა უწევს იმ ცხოველების ბედი გადაწყვიტოს, რომლებსაც წლების განმავლობაში დედასთან ერთად უვლიდა.

ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და წერს, რომ სჭირდება ადამიანები, ვინც შეძლებენ თითოეული ძაღლის მოვლა-პატრონობას, რათა ისინი უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მოხვდნენ.

„-არასდროს არაფერი მითხოვია არავისგან… მაგრამ ახლა გთხოვთ დამეხმარეთ… დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მარტო დავრჩი ამ ყველაფერთან… მჭირდება სულ 20 ადამიანი… იქნებ 10 მაინც, ვინც ერთ პატარა სიცოცხლეს სახლში წაიყვანს და დროს მომცემს, სანამ ფეხზე დავდგები… თუ არ შეგიძლიათ, გააზიარეთ… იქნებ სწორედ თქვენით იპოვონ მათ ის სახლი, სადაც ბედნიერები იქნებიან…“ – წერს თინა ყაველაშვილი.

პოლიციელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ცხოვრობდა. 30 მარტს ქალი ავტოავარიაში დაიღუპა.