შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლექტორის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა ხე-ბუჩქნარისა და დაგროვილი ნატანი მასისგან.
აღნიშნული კოლექტორი წყლით 67 ჰექტარზე განთავსებულ ტბორსაც ამარაგებს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ტბორის წყალმომარაგება, ისე სოფელ ჭიაურის ტერიტორიაზე წყლის მიწოდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, სისტემის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს მიწების დროულ მორწყვასა და წყლის რესურსების რაციონალურ მართვას.





















