დღეს, თელავის ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მუზეუმის ფონდში დაცული XVII-XX საუკუნის ხატწერის უნიკალური ნიმუშები, რომელთა რესტავრაცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ინივიატივა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდება, რომლის აღნიშვნას, სწორედ უწმინდესმა მისცა კურთხევა.
ილია მეორის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო… საიუბილეო თარიღების აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ… იმედი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობა ერთობლივი ძალისხმევით აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს, რაც იქნება საზოგადოების სულიერი გამთლიანებისა და ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის მყარი საფუძველი.“
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე, სასულიერო პირები და ადგილობრივები დაესწრნენ.
საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს, 21 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.





















