Home ბლოგი საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ფბ- ზე განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ფბ- ზე განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ფბ- ზე განცხადებას ავრცელებს

მიმართვაში წერია, რომ 7 აპრილიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საშინაო მატჩებს თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, თელავიდან დამსწრეთა ტრანსპორტირებას თბილისსა და რეგიონებში თავად უზრუნველყოფს.

გადაწყვეტილებას გულშემატკივართა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კომენტარებში წერენ, რომ მიუღებელია, როდესაც „თელავი“ საკუთარ ქალაქში ვერ ატარებს საშინაო მატჩებს და ამას სამწუხარო რეალობას უწოდებენ.

მათი თქმით, კავკასიონი არენაზე არსებული პრობლემების გამო, ალტერნატივა აუცილებელი გახდა, თუმცა პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ გაურკვეველია.

ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურებისგან სტადიონის პრობლემების დროულად მოგვარებას ითხოვს.