თელავის რაიონულმა სასამართლომ, “რუსთავი 2“-ის კახეთის ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს გირაო შეუფარდა
მოსამართლე მარინე ცერცვაძემ, სოფელ კურდღელაურის მკვიდრს, ელდარ პირადაშვილს, აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში, 3 500 ლარიანი გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით განუსაზღვრა.
40 წლის კაცი პროკურატურამ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დააკავა.
26 მარტს პირადაშვილმა, სოფელ კურდღელაურში, ძალადობის მუქარით, ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს, აიძულა სიუჟეტის გადაღება შეეწყვიტათ.
სასამართლო სხდომაზე, 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა ბრალდების მხარე, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ადვოკატის შუამდგომლობაზე დაყრდნობით მიიღო.
ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე, 30 აპრილს, 12 საათზე ჩაინიშნა.





















