Home ბლოგი გურჯაანში ფერმერებს ატმის ბაღების მოვლის თანამედროვე მიდგომები გააცნეს

გურჯაანში ფერმერებს ატმის ბაღების მოვლის თანამედროვე მიდგომები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, გურჯაანში ფერმერებს ატმის ბაღების მოვლის თანამედროვე მიდგომები გააცნეს

განხილვის მთავარი საგანი ნიადაგის მართვის პრინციპები, განოყიერების ეფექტიანი სტრატეგიები, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხები, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, ასევე ფენოლოგიურ ეტაპებზე დაფუძნებული სამუშაოების დაგეგმვა იყო.

შეხვედრას გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებიდან 100-მდე ფერმერი ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე სეზონზე ატმის ბაღებში ჩასატარებელ სამუშაოებს. ფერმერებს მიეწოდათ პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მოსავლიანობის ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები დასვეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, აგრონომები და დარგის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.