კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე ქალაქ თელავში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, აჩინებულის ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება – 280 000 ლარს შეადგენს.





















