კახეთში წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება კაცს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედავება, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





















