გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს მაღალი გამავლობის ავტომობილები და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებების გადასცა
პროცესს მინისტრი, დავით სონღულაშვილი დაესწრო.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, დამატებით შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, 14 ერთეული დრონი, 300 ერთეული ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს სატყეო რეფორმის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას. იგეგმება ტყის მცველთა სრულად გადაიარაღება და პასუხისმგებლობის არეალების ოპტიმიზაცია, რათა საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.
“-ტყის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, ტყის მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება. რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი დანაშაულების პრევენციაა, რისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სატყეო სააგენტოს ტექნიკური აღჭურვა და გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელებული ნაბიჯები სრულად უზრუნველყოფს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევას – ტყის დაცვას და დანაშაულის პრევენციას”, – აღნიშნა მინისტრმა.





















