თელავის ისტორიულ მუზეუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრებმა, გიორგი პირველმა, მუზეუმს საჩუქრად გადასცა შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის კახური სატევარი – უნიკალური არტეფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს.
ინფორმაციას თელავის ისტორიული მუზეუმი ავრცელებს.





















