ახმეტის მუნიციპალიტეტში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია 33 წარჩინებულ სტუდენტზე გაიცა
სტიპენდიის მიმღებთა შორის არიან დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ქალაქ ახმეტისა და სოფლების, მატნის, დუისის, ქისტაურის, ჯოყოლოს, მაღრაანის, ხალაწნისა და ზემო ალვანის მაცხოვრებლები არიან.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია, ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერაა დაწესებული და ადგილობრივ, წარჩინებულ სტუდენტებზე, მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე გაიცემა.





















