ყვარლის მუნიციპალიტეტში, სატვირთო ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს
ქურდობის ფაქტი სოფელ წიწკანაანთსერში დაფიქსირდა.
უცნობმა პირებმა, აკუმულატორებთან ერთად, ინსტრუმენტების ნაკრებიც წაიღეს.
ადგილობრივი მცხოვრების, გენადი ცერცვაძის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მისი თქმით, სავარაუდო ქურდი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ თუ ნივთებს უკან დააბრუნებენ, სამართალდამცველებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არ აპირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქურდს პასუხისმგებლობა დაეკისრება.





















