Home ბლოგი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო კახეთში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა და გადაიდო

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო კახეთში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა და გადაიდო

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, კახეთში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა და გადაიდო

ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღეების ფარგლებში, რეგიონში დაგეგმილი არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება გაუქმდა, ან გადაიდო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, “ნოვრუზ ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია. ასევე, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ყველა პროგრამა გააუქმა გურჯაანის კულტურის ცენტრმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ.

ცვლილებები შეეხო თეატრალურ სფეროსაც. დრამა ლაბის ქასთინგი, რომელიც 22 მარტს უნდა გამართულიყო, 24 მარტისთვის გადაიდო და თელავის თეატრში, 15:00 საათზე ჩატარდება.

გადაიდო სპორტული აქტივობებიც. კერძოდ, ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩი „სიონსა“ და „თელავს“ შორის აღარ გაიმართება დაგეგმილ დროს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო ღონისძიება დროებით შეჩერებულია.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაგეგმილი მატჩების ახალი თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.