კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სოციალურ – ეკონომიკური მიმართულებით, როგორც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, არსებული გამოწვევები.
ყურადღება გამახვილდა პროექტების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, დადგენილ ვადებში შესრულების საჭიროებაზე.
შეხვედრაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც მონაწილეობდნენ.





















