თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი გურჯაანის კულტურის ცენტრში გასტროლით წარსდგება
მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „წრეა… ცამდე…“.
სასცენო დადგმა 28 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება.
დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა გურჯაანის კულტურის ცენტრის სალაროსა და biletebi.ge – შეეძლებათ.
ბილეთის ფასი 15 ლარია.
ინფორმაციას გურჯაანის კულტურის ცენტრი ავრცელებს.





















