Home ბლოგი სოფელ ჭერემში საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზა კვლავ მოუწესრიგებელია

სოფელ ჭერემში საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზა კვლავ მოუწესრიგებელია

სოფელ ჭერემში საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზა კვლავ მოუწესრიგებელია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე საკათედრო ტაძართან მისასვლელი ინფრასტრუქტურის პრობლემებზე სოციალურ ქსელში ფეისბუქგვერდი „კახეთი“ წერს.

გვერდის ინფორმაციით, სოფელში მოხვედრა დღემდე რთულია, რადგან ადგილზე ხიდი არ არსებობს და გადაადგილება მდინარის გავლით ხდება.

“-ეს არ არის ტაო-კლარჯეთი, არც სადმე მიუდგომელ მთებში აშენებული ეკლესია. ეს სოფელი ჭერმის ცენტრში მდგარი საკათედრო ტაძარია!

სოფელ ჭერემში მოსახვედრად 21-ე საუკუნის მეორე მეოთხედშიც კი მდინარის გადაკვეთა მოგიწევთ მანქანით – ხიდი არ არსებობს, გზაზე არაა ასფალტი!

ძეგლები ინგრევა, სოფლები იცლება.

რეალობა, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს!“- წერს გვერდი.

ჭერემი ისტორიული სოფელია კახეთში, სადაც მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლები მდებარეობს.