გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
უწყების ცნობით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშრიების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)- ნათქვამია განცხადებაში.





















