Home ბლოგი გურჯაანში ზღაპარი ცოცხლდება „კონკიას“ პრემიერამ დიდი ინტერესი გამოიწვია

გურჯაანში ზღაპარი ცოცხლდება „კონკიას“ პრემიერამ დიდი ინტერესი გამოიწვია

გურჯაანში ზღაპარი ცოცხლდება — „კონკიას“ პრემიერამ დიდი ინტერესი გამოიწვია

გურჯაანი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კულტურისა და თეატრის სიყვარული აქ განსაკუთრებულია. სპექტაკლი „კონკია“, რომელიც გურჯაანის კულტურის ცენტრში უნდა გაიმართოს, მაყურებელში იმდენად დიდ ინტერესს იწვევს, რომ პრემიერის 23 და 24 მარტის ბილეთები სრულად გაიყიდა.

მაყურებლის დიდი მოთხოვნისა და ინტერესის გათვალისწინებით, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, სპექტაკლი დამატებით 25 მარტსაც გაიმართოს, რათა ზღაპრული ისტორიის ნახვის შესაძლებლობა კიდევ მეტ ადამიანს მიეცეს.

25 მარტის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. და მათი შეძენა შესაძლებელია გურჯაანის კულტურის ცენტრის სალაროში.

სპექტაკლი „კონკია“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გურჯაანში თეატრი და კულტურული ცხოვრება აქტიურად ცოცხლობს, ხოლო მაყურებელი ყოველთვის მზად არის, ზღაპრის სამყაროში ერთხელ კიდევ იმოგზაუროს.

ბილეთის ფასი: 10 ლარი.