თელავის ფრენბურთელ გოგონათა ტრიუმფი — გუნდი ჩემპიონატის ნახევარფინალშია ![]()
2026 წლის 10–13 მარტს მცხეთაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის „ჩელენჯ ლიგა“ ფრენბურთში. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“-ს გოგონათა გუნდმა.
თელავის ფრენბურთელებმა ჩატარებული ოთხივე შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 მოიგეს და შესანიშნავი თამაშით დაამტკიცეს საკუთარი უპირატესობა.
ამ შედეგით გუნდი 12 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილში და უკვე გარანტირებულად გაინაღდა ნახევარფინალის საგზური.
თელავის სპორტული საზოგადოებისთვის ეს დიდი წარმატებაა და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქალაქში ახალგაზრდული სპორტი აქტიურად ვითარდება.
ვულოცავთ თელავის გუნდს ნახევარფინალში გადასვლას და ვუსურვებთ მათ შემდგომ გამარჯვებებს!





















