განათლების მინისტრმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა
გივი მიქანაძემ, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა.
საუბარი შეეხო რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერების მხარდაჭერას, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური პროგრამების განვითარებას, სტუდენტთა კვოტების განაწილებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს და მას თავიანთი პოზიციები და მოსაზრებები გააცნეს.
შეხვედრაში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე მონაწილეობდნემ.





















