პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილის გაკეთების უფლება არ მისცა
შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას ცოტნე ჯაფარიძე ავრცელებს.
მისი თქმით, აქტივისტები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სტენსილის განახლებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ, სტენსილები დალუქეს და ორგანიზატორები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მომხდარი ფაქტის გამო, ჯაფარიძესთან ერთად, გიგა ყანჩაველი და გიორგი ცქვიტინიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნეს.
სამივე მათგანს ჯარიმა დაუწერეს და გაათავისუფლეს.





















