Home ბლოგი თელავში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტირში სროლის ტურნირი გაიმართა

თელავში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტირში სროლის ტურნირი გაიმართა

თელავში, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტირში სროლის ტურნირი გაიმართა

ტურნირის გამარჯვებულ მონაწილეებს ჯილდოები თელავის მერის მოადგილეებმა, გიორგი ყარაულაშვილმა და გიგა მამუკელაშვილმა გადასცეს.

ტურნირის გამარჯვებულები არიან:

🥇 ნინო ვაყელიშვილი-საქართველოს ბანკი

🥈 ქეთევან ჩახუტაშვილი-ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“

🥉 გულნარა ანაშვილი-ქალაქ თელავის №8 საჯარო სკოლა

ტურნირზე საუკეთესო ჯგუფის ავტორის წოდება თეკლა ჩაგანავას ერგო, რომელმაც საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა.