Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის სკოლა ნუნუ ომარაშვილს ემშვიდობება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის სკოლა ნუნუ ომარაშვილს ემშვიდობება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის სკოლა ნუნუ ომარაშვილს ემშვიდობება

ბიოლოგიის მასწავლებელი, 68 წლის ასაკში, ჯანმრთელობის გართულებების შედეგად გარდაიცვალა. მან სკოლა რამდენიმე წლის წინ დატოვა.

ნუნუ ომარაშვილს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდა, ყოფილი მოსწავლეები და კოლეგები პროფესიონალ და ახალგაზრდებზე მზრუნველ მასწავლებელად ახასიათებენ.

სამძიმარი ჩუმლაყის საჯარო სკოლის პედაგოგებმაც ავრცელებენ.

“- უძვირფასესი პიროვნება, მასწავლებელი, მეგობარი, მშობელი, ჩვენი ნუნუ მასწავლებელი გარდაიცვალა. ის იყო წარმატებების, ოცნებებისა და მიზნების გამზიარებელი. მისი ყველა სიტყვა, ღიმილი, მოწყენა, შექება, დარიგება და რჩევები დაუვიწყარი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.